ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებით, ნატომ რუსეთის აგრესიის წრის გარღვევა უნდა უზრუნველყოს. იენს სტოლტენბერგის თქმით, 2008 წელს საქართველო, 2014 წელს დონბასი და ყირიმი, გასულ წელს კი სრულმასშტაბიანი ინტერვენცია ერთი მოდელის ნაწილია.
სტოლტენბერმა აღნიშნა, რომ ალიანსი არ დაუშვებს რუსეთმა ძირი გამოუთხაროს ევროპულ უსაფრთხოებას.
შესაბამისად ისინი უზრუნველყოფენ, რომ უკრაინას ჰქონდეს სამხედრო შესაძლებლობები, აგრესიის შესაკავებლად.