საქართველოს პრემიერის ვიზიტი თურქეთში დაიწყო. დელეგაციასთან ერთად ირაკლი ღარიბაშვილი ანკარაში ჩაფრინდა.
თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრიდან 17 დღის შემდეგ პრემიერი მიწისძვრით დაზარალებულ ჰათაის პროვინციაშიც ჩავა. კერძოდ ქალაქ ანთაქიაში, სადაც ქართველი მაშველები სხვადასხვა ქვეყნის სამაშველო სამსახურთან ერთად მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებს ატარებენ.
ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის პრეზიდენტთან პირისპირ შეხვედრასაც გამართავს.