გურამ გიორბელიძეზე ეროვნული ლიგის ფანკლუბის მიერ გავრცელებული ცნობა იმის შესახებ, რომ ბათუმის "დინამოში" ითამაშებს, კლუბის პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ დაადასტურა.
"ტრანსფერზე მუშაობა, ფაქტობრივად, დამთავრებულია და გადაწყვეტილია, რომ გურამ გიორბელიძე კარიერას ბათუმის "დინამოში" გააგრძელებს.
ჯერ ეს იქნება იჯარა, მაგრამ "ვოლფსბერგისგან" კონტრაქტის გამოსყიდვის უფლება უკვე მოვიპოვეთ", - განაცხადა არჩილ ბერიძემ.
26 წლის მცველს გურამ გიორბელიძე ბოლნისის "სიონში", გორის „დილაში“, დრეზდენის „დინამოში“, თამაშობდა. მან საქართველოს ნაკრების რიგებში 11 მატჩი ჩაატარა.