ქართველი ფრენბურთელი ანა კალანდაძე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საუკეთესო მოთამაშე გახდა

21 თებერვალი 2023, 19:39 983 ნახვა

ქართველი ფრენბურთელი ანა კალანდაძე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საუკეთესო მოთამაშე გახდა. გამოკითხვა დღეს დასრულდა და ქართველმა ლეგიონერმა 23 221 ხმა მიიღო,მთლიანი ხმების 41%. კალანდაძემ რუს ვიტა აკიმოვას, შვედ ისაბელ ჰააკსა და ამერიკელ ჯორდან ტომპსონს აჯობა. 24 წლის კალანდაძე პოლონური კლუბის დოლინა ჟეშუვის რიგებში თამაშობს. მან ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გუნდს 95 ქულა მოუტანა, საიდანაც 11 ეისი ჰქონდა და ასევე 8 ბლოკით გამოირჩა. ჯგუფური ეტაპიდან გასვლის შემდეგ, „დეველოპრეს ჟეშუფი“ პლეი ოფში „ვოლერო კანს“ ზეგ, 23 თებერვალს შეხვდება.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში