ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჩინ განგის განცხადებით, პეკინი "ღრმად შეშფოთებულია უკრაინაში კონფლიქტით, რომელიც თანდათან მწვავდება და კონტროლიდან გამოდის".
მინისტრმა პეკინში გლობალური უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ქვეყნებს მოუწოდა, რაც შეიძლება მალე შეწყვიტონ ცეცხლზე ნავთის დასხმა და ჩინეთისკენ თითის შვერა.
პეკინი უკრაინის კრიზისის პოლიტიკურ მოგვარებას უჭერს მხარს და აცხადებს, რომ ყველა მხარის პრობლემის გადაჭრისა და საერთო უსაფრთხოებისთვის ხელს შეუწყობს საერთაშორისო საზოგადოებასთან დიალოგისა და კონსულტაციების ძალისხმევას.