უკრაინა, მოლდოვა და მოგვიანებით საქართველო ევროკავშირის წევრები გახდებიან - ჯოზეფ ბორელი

19 თებერვალი 2023, 17:40 550 ნახვა

საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკომისრის განცხადებით, უკრაინა და მოლდოვა, მოგვიანებით კი საქართველო ევროკავშირის წევრები გახდებიან. ამის შესახებ ჯოზეფ ბორელმა მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში თქვა.

აღნიშნა, რომ უკრაინის დახმარება დღეს ევროკავშირის უსაფრთხოების დაცვას ნიშნავს, ეს კი არა მხოლოდ გაერთიანებაში მყოფ, არამედ სხვა ქვეყნებსაც მოიცავს.

ბორელმა უკრაინის დახმარებას გაუსვა ხაზი და ეს დახმარება სწორედ სამხედრო ტექნიკის მიწოდებაში მდგომარეობს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი