2007 წლის მიუნხენის კონფერენციაზე ვლადიმერ პუტინის მიზნებს საჭირო ყურადღება არ მიექცა - ესტონეთის პრემიერ-მინისტრი

19 თებერვალი 2023, 17:30 895 ნახვა

მიუნხენში სიტყვით გამოვიდა ესტონეთის პრემიერ-მინისტრიც. კაია კალასმა 2007 წლის კონფერენცია გაიხსენა, რომელიც მიუნხენში გაიმართა და მასში მონაწილეობა ვლადიმერ პუტინმაც მიიღო.

სიტყვით გამოსვლისას პუტინმა თავის მიზნებზე ღიად ისაუბრა, მაგრამ როგორც ესტონეთის პრემიერმა თქვა, მაშინ რუსეთის პრეზიდენტის სიტყვებს საჭირო ყურადღება არავინ მიაქცია.

კალასმა აღნიშნა, რომ დღეს უსაფრთხოების ერთადერთი გარანტია არის ნატო და ნატო-ს წევრობა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი