თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონია“ იტალიის თასის ფინალში ითამაშებს. სერჯო სკარიოლოს გუნდმა ნახევარფინალურ დაპირისპირებაში „ტორტონა“ დიდი ანგარიშით 90:65 დაამარცხა.
შენგელია მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ქართველმა კალათბურთელმა 19 წუთში 18 ქულა, 2 მოხსნა და 3 გადაცემა მიითვალა.
საქართველოს ნაკრების კაპიტანი თანაგუნდელთა შორის შედეგიანობით მხოლოდ მარკო ბელინელის ჩამორჩა, რომელმაც 19 წუთში 20 ქულა ჩააგდო.“ვირტუს ბოლონია“ ფინალში „ბრეშას“ დაუპირისპირდება.
მატჩში დღეს თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.