უკრაინაში ომი მხოლოდ ევროპელების არ არის, ის მსოფლიოს ეხება - ემანუელ მაკრონი

18 თებერვალი 2023, 11:06 437 ნახვა

საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით უკრაინაში ომი მხოლოდ ევროპელების ომი არ არის, ის მთელ მსოფლიოს ეხება.

ემანუელ მაკრონა ამის შესახებ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აგრესიას არ აქვს არანაირი გამართლება. უკრაინაში მიმდინარე ომზე და წარმოქმნილ კრიზისზე პასუხისმგებელი კი მხოლოდ რუსეთია.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთმა ომის წამოწყებისას დასახულ მიზანს ვერ მიაღწია, ვინაიდან ეგონა რომ წარმატებას ბრძოლის ველზე სწრაფად მიაღწევდა, თუმცა უკრაინელების სიმამაცემ აჩვენა, რომ რუსეთმა ეს ვერ შეძლო. დაამატა, რომ ევროპამ უნდა აჩვენოს ერთიანობა და გააგრძელოს დიალოგი.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი