თოვლი მაღალმთიანეთში, გაწმენდითი სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს

18 თებერვალი 2023, 12:03 654 ნახვა

დღეს აღარ თოვს მაღალმთიან აჭარაში, თუმცა ორდღიანი უხვი ნალექი შემდეგ, სოფლებში თოვლის საფარმა ორ მეტრს გადააჭარბა. დაბაში კი დაახლოებით მეტრნახევარია.

აჭარის საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით, 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს გზის გაწმენდის სამუშაოები აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტის მაღალმთიან დასახლებებში. 

ეტაპობრივად იწმინდება, როგორც ადმინისტრაციულ ცენტრებთან დამაკავშირებელი, ასევე შიდა სასოფლო გზები. მუნიციპალიტეტებში დიდთოვლობისა და უამინდობის გამო საავტომობილო მოძრაობა რეკომენდებულია მაღალი გამავლობის ავტომობილებით მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით. ისევ აკრძალულია მოძრაობა გოდერძის მიმართულებით.

ამ დროისთვის მუნიციპალიტეტების ყველა აბონენტს ელექტროენერგია შეუფერხებლად მიეწოდება. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი