ქართველმა ძიუდოისტებმა გრანდ სლემის პირველ დღეს ორი მედალი მოიპოვეს

17 თებერვალი 2023, 13:38 549 ნახვა

ისრაელის ქალაქ თელ-ავივში მიმდინარე გრანდ სლემზე ძიუდოში, პირველ საშეჯიბრო დღეს სამმა ქართველმა იასპარეზა და ორმა მათგანმა მედლების მოპოვება შეძლო. 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ვაჟა მარგველაშვილი პრესტიჟული გრანდ სლემის გამარჯვებული გახდა. ქართველმა ფინალში აზერბაიჯანელი ორხან საფაროვი ორი ვაზარით დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა. ამავე წონაში ბრინჯაოს მედალს დაეუფლა ახალგაზრდა ლაშა ნადირაძე, რომელმაც მასპინძელ ფლიკენს დამატებით დროში სძლია. ლუხუმ ჩხვიმიანმა წარუმატებლად იასპარეზა. მან მერვედფინალში ავსტრალიელ ჯოშუა კატზთან წააგო და ტურნირი უმედლოდ დაასრულა. დღეს შეჯიბრებაზე 73 კგ-ში ახალგაზრდა მიხეილ ბახბახაშვილი იჭიდავებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი