თოვლის ფრენბურთში საქართველოს ჩემპიონი ბათუმის ვაჟ ფრენბურთელთა გუნდი გახდა

14 თებერვალი 2023, 16:02 879 ნახვა

თოვლის ფრენბურთში საქართველოს 2023 წლის ჩემპიონატის გამარჯვებული ბათუმის ვაჟ ფრენბურთელთა გუნდი გახდა.

შავიზღვისპირელებმა ფინალურ დაპირისპირებაში "ქუთაისი" 2:0 დაამარცხეს. შეჯიბრებაში, რომელსაც ბაკურიანმა 13-14 თებერვალს უმასპინძლა, ბათუმის, ცაგერის, ყვარელის, რუსთავის, თბილისის, ქუთაისის, გორის ორი და სამტრედიის ორი გუნდი მონაწილეობდა.

საპრიზო ადგილას გასულ სპორტსმენებს თასები, მედლები და სიგელები გადასცეს.

შეგახსენებთ, რომ მამაკაცთა შორის კლასიკურ ფრენბურთში ეროვნული ჩემპიონატის 2022/2023 წლის უმაღლესი ლიგის გათამაშებას პირველი ტურის შემდეგ ''ბათუმი'' ლიდერობს.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში