მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტის კამპუსში სროლას 3 ადამიანი ემსხვერპა, 5 კი დაშავდა. ინფორმაციას პოლიციაზე დაყრდნობით, ადგილობრივი მედია ავრცელებს.
პოლიციის ცნობით, ეჭვმიტანილი, რომელსაც თავდასხმისას ნიღაბი ეკეთა, მიიმალა და მას სამართალდამცავები ეძებენ.
პოლიციამ სროლის შესახებ შეტყობინება საღამოს, 20:18 საათზე მიიღო. სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ შეიარაღებული თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა. ხელისუფლება უნივერსიტეტის კამპუსის მიმდებარედ მოქალაქეებს უსაფრთხო ადგილას დარჩენისკენ მოუწოდებენ. ადმინისტრაციამ კი სასწავლო პროცესი რამდენიმე დღით შეაჩერა.