ამერიკელმა სამხედროებმა რიგით მეოთხე ამოუცნობი მფრინავი ობიექტი ჩამოაგდეს

13 თებერვალი 2023, 10:45 478 ნახვა

ამერიკელმა სამხედროებმა ქვეყნის ჩრდილოეთში რიგით მეოთხე ამოუცნობი მფრინავი ობიექტი ჩამოაგდეს. ჰურონის ტბასთან, კანადის საზღვართან ახლოს, ობიექტის ჩამოგდების ბრძანება აშშ-ის პრეზიდენტმა  გასცა.

პენტაგონის განცხადებაში ნათქვამია, რომ ობიექტს შეეძლო, ხელი შეეშალა კომერციულ საჰაერო მიმოსვლაში, რადგან ის მოძრაობდა 6 100 მეტრის სიმაღლეზე.

ობიექტი, რომელიც სამხედრო საფრთხედ არ იყო მიჩნეული, თავდაცვის წარმომადგენლებმა აღწერეს, როგორც უპილოტო და რვაკუთხა ფორმის.

მფრინავი ობიექტი „ეფ 16“-ის ტიპის ავიაგამანდგურებლიდან ნასროლი რაკეტით ჩამოაგდეს. აშშ და კანადა კვლავ მუშაობენ ჩამოგდებული ობიექტების ნარჩენების აღმოსაჩენად.  აშშ-ში მიაჩნიათ, რომ შესაძლოა აღნიშნული ობიექტები სავარაუდო ჩინური სათვალთვალო საჰაერო ბურთებია.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი