გიორგი შერმადინის "ტენერიფე" საკონტინენტთაშორისო თასი გამარჯვებულია

13 თებერვალი 2023, 10:29 765 ნახვა

გიორგი შერმადინის "ლენოვო ტენერიფე“ საკონტინენტთაშორისო თასის გამარჯვებულია. კანარიელებმა ფინალში ბრაზილიური „სან პაულო“ დიდი ანგარიშით 89:68 დაამარცხეს და ტურნირი ისტორიის განმავლობაში მესამედ მოიგეს.

ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 19:36 წუთი გაატარა, ამ დროში კი 12 ქულა და 6 მოხსნა მიითვალა. შერმადინმა 6-დან 5 ორქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.

შეგახსენებთ, რომ "ტენერიფე" საკონტინენტთაშორისო თასის მფლობელი 2017 და 2020 წელსაც გახდა.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი