თურქეთში მიწისძვრის შედეგად 29 605 ადამიანი დაიღუპა, სირიაში კი - 4 574

13 თებერვალი 2023, 10:09 596 ნახვა

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 34 179 მიაღწია. ბოლო მონაცემებით, თურქეთში დაღუპულია 29 605-ს ადამიანი, სირიაში კი 4 574 პირი.

სამაშველო ოპერაცია სტიქიური უბედურების ზონაში მე-8 დღეა, გრძელდება. მაშველებმა მიწისძვრიდან 150 საათის შემდეგ, ნანგრევებიდან კიდევ რამდენიმე ადამიანის, მათ შორის, მცირეწლოვანი ბავშვების გამოყვანა შეძლეს. ორივე ქვეყანაში სამძებრო სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. 

შეგახსენებთ, რომ თურქეთსა და სირიაში 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 6 თებერვალს დილით მოხდა და რამდენიმე საათში მას კიდევ ერთი ძლიერი, 7.5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოჰყვა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი