საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა საელჩოს თანამშრომლებთან ერთად სტიქიის თურქეთში სტიქიის ზონაში ჩავიდა.
ქართველი დიპლომატები შეხვედრებს გამართავენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მოინახულებენ საქართველოს მოქალაქეებს მათი საჭიროებების იდენტიფიცირების მიზნით.
საელჩოს წარმომადგენლები ასევე შეხვდებიან საქართველოდან თურქეთში ჩასულ მაშველებს, რომლებიც რამდენიმე დღეა, სტიქიის ზონაში მუშაობენ.ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სტიქიას საქართველოს ხუთი მოქალაქე ემსხვერპლა.
ნანგრევებში ეძებენ კიდევ ერთს. ათობით მოქალაქე სტიქიის ზონიდან გადაყვანილია თურქეთის სხვა რეგიონებსა და ქალაქებში, ასევე ზოგიერთი მათგანი უკვე დაბრუნდა საქართველოში“, – აცხადებს ჩვენთან საუბარში საქართველოს ელჩი თურქეთში.