პოდოლიაკი კობახიძეს პასუხობს

11 თებერვალი 2023, 14:20 403 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა, „ამერიკის ხმასთან“ საუბარში, უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას და თქვა, რომ ქართული მხარე უნდა შეეცადოს და ომზე კომენტარები არ გააკეთოს. პოდოლიაკის განცხადებით, უკეთესი იქნება, თუ საქართველო ნეიტრალურ პოზიციას დაიკავებს, რაც თავად საქართველოსთვის იქნება სტრატეგიული თვალსაზრისით ძალიან მომგებიანი. 

პოდოლიაკმა ასევე მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში ან რომელიმე სხვა ქვეყანაში გადაყვანასთან დაკავშირებით განაცხადა.

9 თებერვალს საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ საქართველოს ომში ჩართვის მიმართ "მანკიერი სურვილი" იზრდება, რადგან უკრაინასთან ომში "ამ ეტაპზე რუსულ მხარეს გარკვეული უპირატესობა აქვს".

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში