რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინაში საომარი მოქმედებები რუსეთს არ დაუწყია, მაგრამ მის დასრულებას ცდილობს.
რუსული მედიის ცნობით, ვლადიმერ პუტინის თქმით, საომარი მოქმედებები ე.წ ნაციონალისტებმა დაიწყეს. მათ, ვინც მხარი დაუჭირა 2014 წელს სახელმწიფო გადატრიალებას.
პუტინის თქმით, სწორედ აქედან დაიწყო ყველაფერი და მას მოჰყვა ყირიმისა და დონბასის მოვლენებიც.