თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 17 000-ს გადააჭარბა

09 თებერვალი 2023, 16:45 711 ნახვა

თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 14 014-მდე გაიზარდა, დაშავებულთა რაოდენობა კი 63 000-ს აჭარბებს, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ერთი წლის განმავლობაში ქვეყნის ხელისუფლება დანგრეული სახლების სანაცვლოდ ორჯერ და სამჯერ მეტი სახლის აშენებას ისახავს მიზნად.

რაც შეეხება სირიას, ქვეყანაში მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 3 162 ადამიანის გარდაცვალებაა დადასტურებული.

შეგახსენებთ, თურქეთსა და სირიაში 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ორშაბათს დილით მოხდა და რამდენიმე საათში მას კიდევ ერთი ძლიერი, 7.5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოჰყვა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი