თურქეთში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. თურქული მედიის ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრემ 4 მაგნიტუდა შეადგინა.
მათივე ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ჰათაის პროვინციასთან ახლოს იყო.
შეგახსენებთ, 6 თებერვლის ღამეს თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 8 000-ს აღწევს. თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 5800-ს გადააჭარბა. 31 000-ს აღემატება დაშავებულთა რაოდენობა.