გიორგი შერმადინის MVP-ის ტიტული და "ტენერიფეს" მორიგი გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაზე

08 თებერვალი 2023, 09:59 921 ნახვა

გიორგი შერმადინის „ლენოვო ტენერიფემ“ საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის მეორე ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში „ბილბაოს“ უმასპინძლა და ანგარიშით 78:66 დაამარცხა.

ქართველმა კალათბურთელმა კი მორიგი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა და საკუთარი გუნდის გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა. გიორგიმ მოედანზე 27:12 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 22 ქულა, 7 მოხსნა და 1 გადაცემა მიითვალა.

მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 23-ს გაუტოლდა, რაც ორივე გუნდში საუკეთესო მაჩვენებელი იყო და MVP-ს ტიტულიც დაისაკუთრა.

სამი ტურის შემდეგ „ლენოვო ტენერიფე“ L ჯგუფში 3 მოგებით პირველ ადგილზე იმყოფება. შერმადინის გუნდი მომდევნო შეხვედრას 7 მარტს, სტუმრად „ბილბაოს“ წინააღმდეგ გამართავს.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი