„ვალენსია“ ესპანეთის მე-20 ტურში „ჟირონასთან“ გამართულ მატჩში მინიმალური სხვაობით 1:0 დამარცხდა. ეს არის მორიგი და კიდევ ერთი წარუმატებელი თამაში ვალენსიელების, მაგრამ მარცხის მიუხედავად ისევ შესანიშნავი იყო ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი.
ვალენსიამ უფრო დიდი ანგარიშით რომ არ წააგო, ეს 22 წლის ქართველი მეკარის დამსახურებაა. მამარდაშვილმა 7 სეივი მიითვალა და განსაკუთრებით პირველ ტაიმში გუნდი არაერთხელ გადაარჩინა.
მამარდაშვილმა „ჰუსქორდი-სგან“ 7.9 ქულა დაიმსახურა, რაც ორივე გუნდში საუკეთესო შეფასება იყო.