თორნიკე შენგელიას MVP-ის ტიტული და მორიგი გამარჯვება იტალიის ჩემპიონატში

06 თებერვალი 2023, 10:11 626 ნახვა

იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-18 ტურში თორნიკე შენგელიას "ვირტუსს ბოლონია" გასვლაზე "ბრეშას" ესტუმრა და 84:78 დაამარცხა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ამ მატჩში 23 წუთი ითამაშა და 18 ქულა, 8 მოხსნა და 2 გადაცემა დააგროვა. მისი მარდი ქმედების კოეფიციენტი 26-ს გაუტოლდა, რაც ორივე გუნდში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო.

ამ შედეგიდან გამომდინარე კი ქართველი შეხვედრის MVP გახდა. "ვირტუსი" 14 მოგებით და 4 წაგებით ჩემპიონატში „ოლიმპია მილანოსთან“ ერთად ლიდერობას იყოფს. თორნიკეს კლუბი მომდევნო ტურში კი 12 თებერვალს, ბექა ბურჯანაძის „რეჯანას“ სტუმრად შეხვდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში