პუტინის ომის 347-ე დღე

05 თებერვალი 2023, 14:09 540 ნახვა

უკრაინაში ვითარება კვლავ რთულია. ოკუპანტის მიერ  ხარკოვში საცხოვრებელ ზონაზე მიტანილი იერიშის შედეგად დაშავდა 4 ადამიანი. ხარკოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის განცხადებით, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ოკუპანტმა ს-300 ტიპის რაკეტა ისროლა.

ოლეგ სინეგუბოვის თქმით, რაკეტა საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა და ხანძარი გაჩნდა. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი.

უკრაინის  შეიარაღებული ძალების განცხადებით,  გასული დღე ღამის განმავლობაში უკრაინელმა დამცველებმა მტრის 9 თავდასხმის მოგერიება შეძლეს. გენშტაბის ინფორმაციით, დაიბომბა ხარკოვის ოლქის რამდენიმე დასახლება, ასევე ლიმანის, ბახმუტისა, ავდიივკასა და ზაპოროჟიეს სოფლები. 

ბოლო 24  საათში  მტრის თავდასხმებს დონეცკის ოლქში 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი