ავსტრალიაში 16 წლის გოგონა ზვიგენის თავდასხმას ემსხვერპლა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ის მდინარე სუონში წყლის სკუტერით გადაადგილდებოდა.
სამართალდამცავების განცხადებით გოგონა მძიმე დაზიანებებით წყლიდან ამოიყვანეს და ის ადგილზევე გარდაიცვალა. მათივე თქმით, ის სავარაუდოდ დელფინების გამოჩენის შემდეგ წყალში საცურაოდ გადახტა რა დროსაც მას ზვიგენი დაესხა თავს.
ადგილობრივების თქმით მდინარის ამ ნაწილში ზვიგენების ყოფნა უჩვეულო მოვლენაა და ფაქტზე გამოძიებაა დაწყებული.