გიორგი მიქაუტაძემ მორიგი გოლი გაიტანა

01 თებერვალი 2023, 10:26 505 ნახვა

ფრანგული ლიგა 2-ის 21-ე ტურში ქართველმა ფორვარდმა გიორგი მიქაუტაძემ მორიგი გოლი გაიტანა და ეს ამ სეზონში მეათეა. მან როდეზს საჯარიმოს გარედან ბრწყინვალე დარტყმით გაუტანა.

გიორგი მიქაუტაძემ ანგარიში 63-ე წუთზე გახსნა, მაგრამ 79-ე წუთზე ამირან სანაიას როდეზმა ანგარიში გაათანაბრა და მატჩის საბოლოო ანგარიში 1:1 დააფიქსირა. მეცი 33 ქულით მე-5 ადგილზეა და მეორეადგილოსან სოშოს 3 ქულით ჩამორჩება - ლიგა 1-ში ორი გუნდი გადადის. 6 თებერვალს გიორგის გოლის გატანის შანსები სტუმრად ამიენთან მიეცემა.

ასევე ითამაშა კიდევ ერთმა ქართველმა ლიგა-2-ში, ზურიკო დავითაშვილის ბორდომ შინ ლიდერთა დუელი დათმო ლე ავრთან - 1:2. ზურიკო სასტარტო შემადგენლობაში იყო, ის 75-ე წუთზე გამოცვალეს.

ბორდო 36 ქულით მე-3 ადგილზეა და 3 თებერვალს პოს ესტუმრება.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში