დავით აღმაშენებლისა და შოთა რუსთაველის ძეგლები ქობულეთში

30 იანვარი 2023, 19:59 728 ნახვა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ქალაქ ქობულეთში დავით აღმაშენებლისა და შოთა რუსთაველის ძეგლების მოწყობაზე ორეტაპიანი ტენდერი გამოაცხადა, რისთვისაც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან თანხა 150 ათასი ლარი გამოიყო. ძეგლების ესკიზები უკვე შედგენილია, რომელიც სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიდგმება. როგორც ქობულეთის მერიაში ამბობენ, ეს პროექტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქალაქის ურბანულ განაშენიანებას და ტურისტებისთვის მიმზიდველი ადგილი გახდება.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი