ბათუმის საკალათბურთო გუნდმა ქუთაისი დაამარცხა

27 იანვარი 2023, 19:48 615 ნახვა

ბათუმის საკალათბურთო გუნდმა საქართველოს სუპერლიგის მორიგ ტურში „ქუთაისს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 75:71 დაამარცხა.

მასპინძლებისგან ყველაზე მეტი 17 ქულა ლაშა მიქელაძემ ჩააგდო.კარგი მატჩი ჰქონდა ასევე ჯორდან სეშენს, ამერიკელმა კალათბურთელმა პარკეტზე 30:22 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 15 ქულა , 9 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. სტუმართაგან კი, 18 ქულით 3 მოხსნითა და 3 გადაცემით ლუკა მაზიაშვილი გამოირჩა.

ამ გამარჯვების შემდეგ „ბათუმმა“ სუპერლიგის სატურნირო ცხრილში 16 ქულაა დააგროვა და ამ დროისთვის მე-5 პოზიციაზე იმყოფება.

მომდევნო შეხვედრას ბუბა ბერიშვილი გუნდი 3 თებერვალს შინ „კაკტუსის“ წინააღმდეგ გამართავს

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში