უნგრეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ევროკავშირის ნებისმიერ სანქციას რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც ბირთვულ ენერგიაზე მოახდენს გავლენას, ქვეყანა ვეტოს დაადებს.
ვიქტორ ორბანის თქმით, უნგრეთი სანქციებში ბირთვული ენერგიის ჩართვის გეგმის განხორციელებას არ დაუშვებს.
ცნობისთვის, უკრაინამ ევროკავშირს მოუწოდა რუსული სახელმწიფო ბირთვული ენერგეტიკული კომპანია „როსატომი“ სანქციებში ჩართოს.