უმცროსი „ბორჯღალოსნების“ მეტოქეები ცნობილია

27 იანვარი 2023, 10:12 586 ნახვა

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მეტოქეთა ვინაობა შეიტყვეს მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე, რომელსაც 24 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით სამხრეთ აფრიკული კეიპ ტაუნი და ვესტერნ კეიპი უმასპინძლებენ.

საქართველოს 20-წლამდელთა მორაგბეთა ნაკრები C ჯგუფში მასპინძელ სამხრეთ აფრიკას, არგენტინასა და იტალიას გაეჯიბრება, A ჯგუფში საფრანგეთი, უელსი, ახალი ზელანდია და იაპონია ითამაშებენ, B-ში კი – ავსტრალია, ინგლისი, ირლანდია და ფიჯი. შეგახსენებთ, უმცროსი ბორჯღალოსნები მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატში 2015 წელს აღზევდნენ და უძლიერესთა შორის ადგილი ზედიზედ 4-ჯერ შეინარჩუნეს. აღსანიშნავია, რომ მანამდე ეს "ალაფიდან" დაწინაურებულმა ვერცერთმა ნაკრებმა ვერ მოახერხა.

2020-2022 წლებში ტურნირი კოვიდ-პანდემიის გამო გაუქმდა და 3-წლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, რაგბის დაარსების 200 წლის იუბილეზე ბრუნდება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი