„დინამო“ ბათუმი თურქული შეკრების მესამე საკონტროლო მატჩს ავსტრიული გრაცის "შტურმის“ წინააღმდეგ გამართავს.
შეხვედრა დღეს 19:30 საათზე დაიწყება და მისი ნახვა მეტოქე გუნდის "YouTube" არხზე იქნება შესაძლებელი.
შეგახსნებთ, რომ "დინამო" ბათუმმა წინა ორი საკონტროლო მატჩში "მალიშევასთან", 0:1 და ლოძის „ვიძევსთან“ 2:4 დათმო.
გია გეგუჩაძის გუნდი ამ შეხვედრის შემდეგ ახალი სეზონისთვის მზადების პირველი ეტაპს დაასრულებს და საქართველოში 28 იანვარს დაბრუნდება.