"დინამო" თბილისმა ჩემპიონთა ლიგაზე მეექვსე მარცხი განიცადა

24 იანვარი 2023, 22:33 657 ნახვა

წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის  მორიგ  ტურში „დინამო თბილისმა“  „ვასპო ჰანოვერს“ უმასპინძლა და ზედიზედ მე-6 მარცხი განიცადა.  

პირველ პერიოდში სტუმრები უკეთ გამოიყურებოდნენ  და 0:3 მოიგეს.  დარჩენილ სამ პერიოდში „დინამომ“ მეტოქეს თანაბრად (5:5, 2:2, 4:4) ეთამაშა,  და სააბოლოდ  11:14 წააგო. 

„დინამო“ თბილისის რიგებიდან  2-2 გოლით  ანდრია ვლაჰოვიჩი, იოვან სარიჩი,  გიორგი მაგრაქველიძე, და არტიომ ძიხწიარენკა გამოირჩა,  ხოლო თითო ბურთი რევაზ იმნაიშვილმა, ბესარიონ ახვლედიანმა და სტეფან პიესიცავმა გაიტანეს. 

„დინამო თბილისი“ A ჯგუფში 6 წაგებით, ბოლო ადგილზე იმყოფება.
მომდევნო შეხვედრას დედაქალაქური გუნდი  7 თებერვალს, თბილისში იტალიურ „პრო რეკოსთან“ გამართავს.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი