კალიფორნიის ქალაქ მონტერეის პარკში მომხდარ მასობრივ მკვლელობაში ეჭვმიტანილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. პოლიციამ დაადასტურა, რომ ეჭვმიტანილმა თვითლიკვიდაცია განახორციელა თეთრ ფურგონში, რომელიც სამართალდამცავების ალყაში რამდენიმე საათის განმავლობაში იყო.
ლოს-ანჯელესის შერიფის, რობერტ ლუნას განცხადებით, თავდასხმაში ეჭვმიტანილი 72 წლის აზიელი წარმოშობის მამაკაცი, ჰუ კან ტრანი იყო. თავდასხმის მოტივი, ჯერჯერობით, დადგენილი არ არის.
კალიფორნიის ქალაქ მონტერეის პარკში, რომელიც ლოს-ანჯელესიდან აღმოსავლეთით დაახლოებით 11 კმ-ში მდებარეობს, მასობრივი სროლის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, 10 კი - დაშავდა.