სოციალური სახლების პროგრამა - განაცხადების მიღება დაიწყო

23 იანვარი 2023, 14:10 821 ნახვა

სოციალურად დაუცველი, ყველაზე მოწყვლადი კატეგორიის 12 ოჯახისთვის, ქობულეთის მერია  "სოციალური სახლების" მშენებლობას იწყებს, რისთვისაც  ბიუჯეტიდან 800  ათასი ლარია გამოყოფილი.

მცირე ფართიანი საცხოვრებელი სახლების პროგრამის ფარგლებში, 100 ათასი სოციალური ქულის მქონე ოჯახებს, განაცხადების შეტანა მერიის კანცელარიაში დღეიდან 20-თებერვლის ჩათვლით შეუძლიათ.

აღნიშნული პროგრამა, გასულ წელსაც მოქმედებდა და ახალი საცხოვრისი სოციალურად დაუცველმა ოთხმა ოჯახმა მიიღო.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი