ევროპის 9 ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა და უწყების წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს „ტალინის დეკლარაციას“, რომელიც უკრაინისთვის უპრეცედენტო სამხედრო დახმარებას გულისხმობს.
დეკლარაციას ხელი დიდი ბრიტანეთის, ესტონეთი, ლატვიის, ლიეტუვისა და პოლონეთის თავდაცვის მინისტრებმა მოაწერეს. მათ შეუერთდნენ დანიის, ნიდერლანდების, სლოვაკეთისა და ჩეხეთის წარმომადგენლებიც.
დოკუმენტი საბრძოლო ტანკებისა და ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემების მიწოდებას გულისხმობს.