უცხოური მედიის ცნობით, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი უკრაინაში იმყოფებოდა

20 იანვარი 2023, 10:28 360 ნახვა

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი კიევში იმყოფებოდა და უკრაინის პრეზიდენტს შეხვდა. მედიის ცნობით, უილიამ ბერნსმა ვოლოდიმირ ზელენსკის რუსეთის სამომავლო სავარაუდო გეგმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

ასევე აღნიშნა, რომ უკრაინისთვის დახმარების გაწევა, შესაძლოა გართულდეს, აშშ-სა და მის ევროპელს მოკავშირეებს შორის მიმდინარეობს დაძაბული დებატები იმის შესახებ, გაიგზავნოს თუ არა უკრაინაში უფრო დახვეწილი და შორ მანძილზე მოქმედი იარაღი.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი