საფრანგეთის ქალაქებში პოლიციამ მასობრივ საპროტესტო აქციებში მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, 30-მდე პირი კი განყოფილებაში დაკითხვის მიზნითაა გადაყვანილი.
საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს პარიზში, მარსელში, ტულუზასა და ნიცაში. პარალიზებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი, პარიზში დახურულია მეტროსადგურის ნაწილი.
აქციის მონაწილეები საპენსიო რეფორმას აპროტესტებენ, მათ შეუერთდნენ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები, მასწავლებლები და სხვა სექტორში დასაქმებული პირები.
ცნობისთვის, ემანუელ მაკრონის ინიცირებული გეგმის მიხედვით, საფრანგეთში საპენსიო ასაკი 2 წლით - 64 წლამდე უნდა გაიზარდოს.