სადავო ქონება

31 იანვარი 2017, 00:00 2250 ნახვა

სააპელაციო სასამართლო „პაპუაშვილის საქმეზე“  უკვე სამი საათია მსჯელობს. მოსარჩელე მხარე მოითხოვს გიორგი პაპუაშვილი აღიარებულ იქნეს არაკეთილსინდისიერ შემძენად და მფლობელად, შესაბამისად, ბათილად იქნეს ცნობილი 2007 წლის 21 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება. წინა ხელისუფლების მოღვაწეობის დროს, მიღებული იქნა გადაწყვეტილება და როლანდ ბლადაძეს ქონება დანაშაულის ჩადენის მოტივით ჩამოართვეს, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაში აღრიცხეს. 2007 წლის ივნისში კი, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განკარგულებით, სიმბოლურ ფასად, 1000 ლარად, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილს გადაეცა. როლანდ ბლადაძე აჭარის პროკურატურამ უდანაშაულოდ ცნო, თუმცა საქართველოს მთავრობამ გიორგი პაპუაშვილის მიმართ ალტერნატიული ფართის შეთავაზება და ჩამორთმეული ქონების როლანდ ბლადაძისთვის დაბრუნება ვერ შეძლო. სადავო ქონებაზე დამასრულებელ სხდომას თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა მართავს, რომელსაც მოსამართლე მერაბ ლომიძე თავმჯდომარეობს. სხდომა ამ წუთებშიც მიმდინარეობს მოსამართლემ, არჩილ კაიკაციშვილის შუამდგომლობა სასამართლო პროცესიდან ფბ ლაივის ჩართვის მოთხოვნასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი