"დინამო" ბათუმი მოსამზადებელი ეტაპისთვის თურქეთში 24 ფეხბურთელით გაემგზავრა

17 იანვარი 2023, 10:22 812 ნახვა

"დინამო" ბათუმი ახალი სეზონისთვის შეკრებაზე თურქეთის ქალაქ ანტალიაში გაემგზავრა. კლუბმა შემადგენლობაც დაასახელა, რომელიც მოსამზადებელ ეტაპში მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს ვიცე-ჩემპიონი თურქეთში 28 იანვრამდე დარჩება და 3 საკონტროლო მატჩს ჩაატარებს.

რამდენიმე ახალი მოთამაშე გუნდს შეკრების მიმდინარეობის დროს შეურთდება. ‘’დინამოს’’ შემადგენლობა ანტალიის შეკრებაზე.

მეკარეები: ანტონ ჩიჩკანი, გიორგი ბეგაშვილი, ლუკა ხარატიშვილი, ოლექსანდრ ტკაჩენკო.

მცველები: მამუკა კობახიძე, გრიგოლ ჩაბრაძე, სტეფან ჰაიდინი, გიორგი რეხვიაშვილი, ლუკა ქაფიანიძე, მუხრან ბაგრატიონი.

ნახევარმცველები: ვლადიმერ მამუჩაშვილი, სანდრო ალთუნაშვილი, გუგა ფალავანდიშვილი, გიორგი ზარია, ირაკლი ბიძინაშვილი, ლუკა ზარანდია, ალექსანდერ იაკობსენი, ივანე ფოცხვერია, გიორგი ხარებავა.

თავდამსხმელები: ფლამარიონ ჯოვინო, მათე ვაწაძე, თორნიკე კაპანაძე, გიორგი კვერნაძე, პაატა ღუდუშაური.

ოლექსანდრ ტკაჩენკო, ივანე ფოცხვერია და გიორგი ხარებავა გუნდში გამოსაცდელი ვადით იმყოფებიან, მათთან კონტრაქტის ხელმოწერის თაობაზე გადაწყვეტილებას დინამო ბათუმის სამწვრთნელო შტაბი შეკრების დასრულების შემდეგ მიიღებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში