საახალწლო ღონისძიება ქედაში

13 იანვარი 2023, 18:01 678 ნახვა

საახალწლო კონცერტი ჩატარდა ქედაში. შემაჯამებელ საახალწლო ღონისძიებაში კულტურის ცენტრთან, სასოფლო კლუბებთან და კულტურის სახლთან არსებული ანსამბლები, ქორეოგრაფიული და ფოლკლორული შემსრულებლები მონაწილეობდნენ.

დღესვე ქედის მერიამ გასული წლის წარმატებული ანსამბლები და ხელოვანები დააჯილდოვა და მუნიციპალიტეტის კულტურის წარმოჩენისა და მის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელები გადასცა.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი