სამზადისი კონცერტისთვის

13 იანვარი 2023, 11:21 771 ნახვა
00:00
00:00

საახალწლო ღონისძიებები ქვეყნის მასშტაბით გრძელდება. ამჯერად კონცერტისთვის ხელვაჩაური ემზადება.  მერიის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მთავარ ნაძვის ხესთან მოეწყობა საშობაო სოფელი, კვების ობიექტები საბავშვო გასართობი სივრცეები.     

ადგილობრივი მეწარმეები  ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვსაც შეძლებენ.  დღის განმავლობაში ადგილობრივი   ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები იზრუნებენ სადღესასწაულო განწყობის შექმნაზე როგორც ადგილობრივებისთვის, ისე სტუმრებისთვის. ღონისძიება 3 საათზე დაიწყება და საღამოს  20  საათზე გიორგი ცხადაძის  ბენდი და ნუცა თოფურიას კონცერტით დასრულდება. 

იქნება  გრანდიოზული ფოიერვერკი. ახალი წლის დღეები  საქართველოს ცალკეულ მუნიციპალიტეტში კონცერტებით პრემიერ -მინისტრის ინიციატივით აღინიშნება.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში