უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ემინე ჯაფაროვამ გაერო-ს წევრ სახელმწიფოებს მოუწოდა მხარი დაუჭირონ რუსეთის ფედერაციის მიერ ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალის შექმნის რეზოლუციას, რომელიც გენერალურ ასამბლეას განსახიველად უახლოეს მომავალში წარედგინება. მისი თქმით, რუსეთის ქმედებები ცხადყოფს, რომ უსაფრთხოდ აღარავინაა.
უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან ათი თვის შემდეგ გაეროს წევრმა ქვეყნებმა შეშფოთება გამოხატეს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დარღვევის გამო.
იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა საერთაშორისო სასამართლოს 2022 წლის 16 მარტის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი შესრულება მოითხოვა, რაც უკრაინიდან რუსეთის სამხედრო ძალების დაუყოვნებლივ, სრულ და უპირობო გაყვანას გულისხმობს. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის ბარბაროსული ომი მკაფიო სიგნალია ყველასთვის, რომ არავინ არის დაცული.
ემინე ჯაფაროვამ სპეციალური ტრიბუნალის შექმნას მოითხოვა, რომელიც რუსეთის აგრესიის დანაშაულებს გამოიძიებს.