ბათუმის „დინამომ“ სერბი ცენტრალური მცველი დაიმატა

13 იანვარი 2023, 10:08 460 ნახვა

ოფიციალური ინფორმაციით, ბათუმის "დინამოში" ითამაშებს ნემანია ლუბისავლიევიჩი - 26 წლის სერბი ცენტრალური მცველი, რომელიც საქართველოს ჩემპიონს ვილნიუსის "ჟალგირისიდან" შეუერთდა. მან ოლექსანდრ აზაცკი უნდა შეცვალოს. ლუბისავლიევიჩი საკმაოდ გამოცდილია.

"ჟალგირისამდე" თამაშობდა ხორვატულ "გორიცაში", ხოლო მანამდე სერბულ კლუბებში - "ტრსტენიკში", "იაგოდინაში", "ტაბანში", ნიშის "რადნიჩკისა" და ვრანიეს "დინამოში".

საერთაშორისო ასპარეზზე ლუბისავლიევიჩს 13 მატჩი აქვს ჩატარებული: 6 მატჩი - ჩემპიონთა ლიგაზე, 5 - კონფერენსლიგაში, 2 - ევროპალიგაში.

ოფიციალური კონტრაქტი ერთწლიან ურთიერთთანმშრომლობას და კონტრაქტის გახანგრძლივების შესაძლებლობას ითვალისწინებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი