ავსტრალიის ღია პირველობაზე ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია

12 იანვარი 2023, 13:49 854 ნახვა

ავსტრალიის ღია პირველობის საწყის რაუნდში ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია. ბასილაშვილს წილისყრის შემდეგ რეიტინგის მე-9 ნომერი ამერიკელი ტეილორ ფრიტცი შეხვდება. ეს ჩოგბურთელები ერთმანეთს სულ 4 ჯერ შეხვდნენ და თანაბარი ბალანსი გააჩნიათ.

ბოლო პერიოდში ნიკას რეიტინგში დიდი ვარდნა აქვს და ამ დროისთვის 89-ე პოზიციას იკავებს. ავსტრალიის ღია პირველობის საპრიზო ფონდი წელს რეკორდული 52.8 მილიონია.

ნიკოლოზ ბასილაშვილის და ტეილორ ფრიტცის დაპირისპირება 16 იანვარს თბილისის დროით 04:00 საათზე არის ჩანიშნული.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში