აჭარის საგზაო დეპარტამენტი მძღოლებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს

10 იანვარი 2023, 17:30 815 ნახვა

მაღალმთიან აჭარაში აღარ თოვს. რამდენიმედღიანი უამინდობის შედეგად შექმნილი შეფერხებების აღმოფხვრა კი ამ დრომდე გრძელდება. თოვლის საფარისგან უკვე გაწმენდილია ადმინისტრაციულ ერთეულებში მისასვლელი გზები, სოფლებთან დამაკავშირებელი მონაკვეთების წმენდა კი გრძელდება.

გაწმენდილია ცენტრალური მაგისტრალი, თუმცა ლიპყინულის გამო მოძრაობა გართულებულია, იყრება ტექნიკური მარილი, გასათვალისწინებელია, რომ დაბალი გამავლობის ტრანსპორტი ვერ გადაადგილდება, ამიტომ მძღოლებმა უნდა გაითვალისწინონ და ხელოვნურად არ შექმნან დაბრკოლება. ორხიდიანი ავტომობილებისთვის მოძრაობა დასაშვებია კურორტ გოდერძის მიმართულებითაც.

რაც შეეხება ელექტროენერგიას, დილით გარკვეული შეფერხებები იყო რამდენიმე სოფელში, თუმცა დაზიანებული ელექტროსადენები აღდგა და ენერგომომარაგებაში არსებული პრობლემები აღმოიფხვრა, დენი მხოლოდ შუახევის ორ სოფელს არ მიეწოდება, ჭვანასა და ნაღვარევს.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი