12 ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა პერუს სამხრეთში ქალაქ ხულიაკაში ანტისამთავრობო პროტესტზე შეტაკებების შედეგად-მონაცემებს ჯანდაცვის სამინისტროს რეგიონული სამმართველო ავრცელებს.
დემონსტრანტები ვადამდელი არჩევნების დანიშვნას და დაპატიმრებული ყოფილი პრეზიდენტის პედრო კასტილიოს გათავისუფლებას მოითხოვნდენ. დაღუპულთა შორის ორი მოზარდია.
კასტილიოს 18 თვიანი წინასწარი პატიმრობა კონგრესის უკანონოდ დათხოვნის მცდელობისთვის მიუსაჯეს. იგი ყველა ბრალდებას უარყოფს. საპროტესტო აქციების მონაწილეები ვადამდელი არჩევნებისა და კასტილიოს გათავისუფლების გარდა, ახალი პრეზიდენტის დინა ბოლუარტეს გადადგომას, კონგრესის დათხოვნას და საკონსტიტუციო ცვლილებებს მოითხოვენ.