სოლედარში ჩვენი ძალების გამძლეობამ უკრაინას დრო მოაგებინა - ზელენსკი

10 იანვარი 2023, 11:16 555 ნახვა

უკრაინის შეიარაღებული  ძალების გამძლეობამ, რომელიც დონბასის აღმოსავლეთ რეგიონში მტრის  თავდასხმების ტალღებს იგერიებს,  ქვეყანას დროის მოგებაში და ძალების მობილიზებაში დაეხმარა - განაცხადა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვაში.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით,  სოლედარში  უკრაინული ძალები უძლებენ ქალაქში გადაჯგუფებული რუსული ძალების მძიმე თავდასხმებს მას შემდეგ,  რაც  მათ ვერ შეძლეს უფრო დიდი ახლომდებარე ქალაქ ბახმუტის დაკავება.

ზელენსკიმ არ განმარტა, რას გულისხმობდა დროის მოგებასა და დამატებითი ძალების მობილიზებაში, თუმცა  უკრაინის  სამხედრო სარდლობა აცხადებდა,  რომ რუსეთი უახლოეს თვეებში ახალ მასშტაბურ თავდასხმას გეგმავს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი