უკრაინის არმიამ დონბასში რუსეთის საოკუპაციო ძალების შეტევები 13 დასახლებულ პუნქტთან მოიგერია - ინფორმაციას, უკრაინის არმიის გენშტაბი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში, რუსმა სამხედროებმა შვიდი სარაკეტო და 31 საჰაერო დარტყმა განახორციელეს და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან 73-ჯერ გახსნეს ცეცხლი.
"ნოვოპავლოვსკის, ზაპორიჟიესა და ხერსონის მიმართულებებზე რუსი სამხედროები იცავენ ადრე დაკავებულ ხაზებს და პოზიციების საინჟინრო აღჭურვილობას ახდენენ. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოწინააღმდეგის სამი ვერტმფრენი და სამი სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს“,- აღნიშნულია უკრაინის არმიის გენშტაბის ინფორმაციაში.