ბრაზილიაში, არეულობის გამო, საგანგებო ვითარება გამოცხადდა

09 იანვარი 2023, 11:12 437 ნახვა

ბრაზილიაში, არეულობის გამო, საგანგებო ვითარება გამოცხადდა. ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის ჟაირ ბოლსონარუს ათასობით მომხრე დედაქალაქში გამოვიდა. ისინი ნაციონალური კონგრესისა და ფედერალური სასამართლოს შენობებში შეიჭრნენ, მოქმედი პრეზიდენტის რეზიდენცია კი ალყაში მოაქციეს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ იერიში უზენაესი სასამართლოს შენობაზეც განხორციელდა. ასობით მოქალაქე არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ახლად არჩეული პრეზიდენტის დასამხობად სამხედრო ჩარევას ითხოვს. პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

ბრაზილიის პრეზიდენტმა, ლულა და სილვამ ყოფილი პრეზიდენტის მომხრეებს ფაშისტები უწოდა და თქვა, რომ შენობებზე იერიშში მონაწილე ყველა პირი დაისჯება. ბრაზილიის მთავრობა მიიღებს უფრო მეტ ზომას, რაც მიზნად ისახავს ქვეყნის დედაქალაქის დაცვის გაძლიერებას.

სამთავრობო შენობებზე შტურმს ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ გამოეხმაურა და აქციის მონაწილეების მოქმედება დაგმო.

არსებული ვითარების ფონზე, ბრაზილიის პრეზიდენტმა ქვეყნის დედაქალაქში 31 იანვრამდე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში